საკონფერენციო ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები
საკონფერენციო მოხსენება უნდა შედგებოდეს:
-
- სატიტულო ფურცლის;
- შესავალი ნაწილისგან, რომელშიც მოცემული იქნება შესასწავლი საკითხის აქტუალობა, დასახული მიზნები, ამოცანები, მოსალოდნელი შედეგები, გამოყენებული კვლევის მეთოდი, ნაშრომის სტრუქტურის აღწერა;
- ძირითადი ნაწილისაგან, რომელშიც, უშუალოდ დასახული მიზნიდან გამომდინარე, აღწერილი იქნება განხორციელებული აქტივობები;
- დასკვნისაგან, რომელშიც პასუხი გაეცემა შესავალში დასახულ მიზანს და გამოიკვეთება კვლევის შედეგები;
- ბიბლიოგრაფიისაგან.
სატიტულო ფურცელი წარმოადგენს საკონფერენციო მოხსენების პირველ გვერდს და იგი უნდა შეივსოს მკაცრად განსაზღვრული წესის მიხედვით.
ზემოთ უნდა მიეთითოს სკოლის სრული დასახელება, სადაც სრულდება ნაშრომი;
შემდეგ უნდა დაიწეროს ავტორის სახელი და გვარი სრულად სახელობით ბრუნვაში;
შუა ნაწილში იწერება საკონფერენციო ნაშრომის დასახელება 16-იანი ზომის შრიფტით;
ბიბლიოგრაფიაში უნდა აისახოს ავტორის მიერ ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურისა თუ წყაროების ნუსხა; ზუსტად უნდა მიეთითოს ავტორის გვარი და ინიციალები, ნაშრომის (წიგნის) სახელწოდება, გამოცემის წელი და ადგილი. სამეცნიერო სტატიის დამოწმებისას ზემოაღნიშნული მონაცემების გარდა უნდა მიეთითოს ჟურნალის სახელწოდება, ტომი, ნომერი.
საკონფერენციო ნაშრომის ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე sylfaen-ით; მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.
შრიფტის ზომა - 12;
სტრიქონებს შორის მანძილი 1,5 ინტერვალი;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხენა - 3 სმ, მარჯვენა-1,5 სმ, ზემოთ- 2 სმ, ქვემოთ - 2 სმ;
